ჩვენ შესახებ

CONTRACTS.GE არის იურიდიული დოკუმენტების მომზადების ონლაინ პლატფორმა, რომელიც ქმნის შესაძლებლობას ხელშეკრულებები და სხვა სახის იურიდიული დოკუმენტები (შეთანხმება, მინდობილობა, აქტი, ოქმი, ბრძანება, განცხადება და სხვა) მომხმარებელმა საკუთარი ძალებით მოამზადოს ვებ სივრცეში, ადამიანი იურისტისგან დამოუკიდებლად.

ამისათვის მომხმარებელმა უნდა გაიაროს მარტივი გასაუბრება CONTRACTS.GE-ს ჭკვიან კიბერ-იურისტთან, რომელიც მის მიერ დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხების გაანალიზებით უზრუნველყოფს ინდივიდუალური იურიდიული დოკუმენტის მომზადებას.

CONTRACTS.GE-ს მიზანია გაიზარდოს და გამარტივდეს ხელმისაწვდომობა იურიდიულ დოკუმენტებზე, რათა მომხმარებელმა იურიდიული დოკუმენტის მომზადება შეძლოს სწრაფად, მარტივად, უშეცდომოდ, სრულყოფილი სახით, ნაკლები დანახარჯით, დაცულობის მაქსიმალური ხარისხით და რაც მთავარია - საკუთარი ძალებით.

CONTRACTS.GE-ს იურისტთა ჯგუფი ასევე უზრუნველყოფს CONTRACTS.GE-ზე შექმნილი იურიდიული დოკუმენტების მუდმივ შესაბამისობას საკანონმდებლო ცვლილებებთან და სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით გაკეთებულ განმარტებებთან.

იმისათვის, რომ ჩვენი მომხმარებელი დარწმუნებული იყოს CONTRACTS.GE-ზე მომზადებული იურიდიული დოკუმენტების სრულყოფილებასა და კვალიფიციურობაში, ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას CONTRACTS.GE-ზე მომზადებულ თითოეულ დოკუმენტზე. ამასთან ჩვენი გუნდის პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია თიბისი დაზღვევის მიერ, რაც CONTRACTS.GE-ზე მომზადებული დოკუმენტის არაკვალიფიციურობის გამო მომხმარებლისათვის ზიანის დადგომის შემთხვევაში, იღებს პასუხისმგებლობას დაზარალებულ მომხმარებელს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი.

როგორ მუშაობს?

CONTRACTS.GE-ზე იურიდიული დოკუმენტების მომზადება ხდება ვებში ინტერგრირებული იურიდიული ნორმების ბაზიდან, სადაც გაწერილია სხვადასხვა შინაარსისა და დანიშნულების სახელშეკრულებო თუ სხვა სახის სამართლებრივი ჩანაწერები, რეგულაციები. კიბერ-იურისტის თითეოულ კითხვაზე მომხმარებლისგან მიღებული პასუხების გათვალისწინებით, ხდება საჭირო პუნქტების შერჩევა ბაზიდან და მისი გადმოტანა დასაგენერირებელ დოკუმენტში. გასაუბრების დასრულებასთან ერთად დოკუმენტში თავს იყრის ყველა ის იურიდიული მნიშვნელობის მქონე პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს მომსხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სამართლებრივ გარანტირებულობას.

CONTRACTS.GE-ზე იურიდიული დოკუმენტის შექმნა უმარტივესია. ამისათვის საჭიროა მთავარი გვერდიდან შეარჩიოთ თქვენთვის საჭირო დოკუმენტის ძირითადი ტიპი (მაგ. სახლის ყიდვა, თანხის გასესხება, მინდობილობის გაცემა, ავტომობილის შეძენა, კომპანიის დარეგისტრირება და სხვა), შემდეგ უპასუხოთ კიბერ-იურისტის მიერ დასმულ კითხვებს, შემოთავაზებული პასუხებიდან შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებთან ყველაზე ახლოს მდგომი ვარიანტი, შეავსოთ მოთხოვნილი ველები და გასაუბრების დასრულებასთან ერთად თქვენი დოკუმენტი უკვე მზად იქნება.

დოკუმენტის ჩამოტვირთვის შემდგომ მომხმარებელს შეეძლება ონლაინვე შეიტანოს მასში მექანიკური შესწორებები, დაამატოს ან წაშალოს ცალკეული პუნქტები, რაც შესაძლოა გამომდინარეობდეს მეორე მხარის მოთხოვნების გასათვალისწინებლად ან სხვა მიზნებისათვის. CONTRACTS.GE-ს საშუალებით მომზადებული დოკუმენტების მექანიკური ჩასწორების შემთხვევაში, რეკომენდირებულია, რომ ჩასწორების შემდგომ მოხდეს დოკუმენტის შემოწმება იურისტის მიერ და გასათვალისწინებელია, რომ CONTRACTS.GE-ს პასუხისმგებლობა არ ვრცელდება CONTRACTS.GE-ზე მომზადებულ დოკუმენტში მომხმარებლის მიერ შეტანილ შესწორებებზე.

ფასები

ერთჯერადი ყიდვა

1 თვიანი გამოწერით

1 წლიანი გამოწერით

ხელშეკრულება

9,00₾

4,90₾

2,99₾

მინდობილობა

4,90₾

2,70₾

1,10₾

შეთანხმება/აქტი

3,50₾

1,90₾

0,80₾

ოქმი/ბრძანება

2,20₾

1,20₾

0,50₾

კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტები

19,90₾

9,90₾

6,60₾

სარჩელი

39,90₾

24,50₾

17,90₾

ერთი თვით

49₾

(701) 595-5602

ერთი წლით

490₾

შეძენა

კონტაქტი

თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #23

+995-32-2-11-20-60

info@contracts.ge

We have received your mail, We will get back to you soon!

Sorry, Message could not send! Please try again.